1. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ და/ან დისტრიბუტორად დარეგისტრირებულ საწარმოებში.

2. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული წლიური პროგრამის შესაბამისად.

3. გეგმური ინსპექტირება მაღალი რისკის წარმოების ობიექტებში ხორციელდება წელიწადში ერთხელ, ხოლო სხვა სახის წარმოების ობიექტებში – ორ წელიწადში ერთხელ.

4. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს დანერგილი აქვს საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემა, გეგმური ინსპექტირება ხორციელდება არანაკლებ ორ წელიწადში ერთხე