1. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით უზრუნველყოფს: სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის), ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის, ასევე ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებები), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. უფლებამოსილი მოხელის მიერ ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ა) პროფესიული დამოუკიდებლობა
– ზედამხედველობა, მონიტორინგი და კონტროლი უნდა განხორციელდეს პოლიტიკური ან/და დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;

ბ) ობიექტურობა
– განხორციელებული ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის შედეგად დასკვნების, შეფასებების, რეკომენდაციების და/ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების დროს დაცული უნდა იქნეს საიმედოობა და მიუკერძოებლობა;

გ) სანდოობა
– ზედამხედველობა, მონიტორინგი და კონტროლი უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანამიმდევრულად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) კონფიდენციალურობა
– დაცული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორთან დაკავშირებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდა ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების მიზნით. აკრძალულია ამ ინფორმაციის არაპროფესიული მიზნებისათვის გამოყენება ან მისი უკანონოდ გავრცელება;

ე) კეთილსინდისიერება
– უფლებამოსილი მოხელე უნდა იყოს კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. ბიზნესოპერატორებთან მისი ურთიერთობა უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, რაც უნდა გახდეს ბიზნესოპერატორთა მხრიდან ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბების საფუძველ