1. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ნარჩენები, საჭიროების მიხედვით, უნდა იყოს გატანილი იმ ოთახებიდან, რომლებშიც სურსათი/ცხოველის საკვებია განთავსებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი დაგროვება.
2. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ნარჩენები გატანილი უნდა იყოს ისეთი საშუალებით, რომ გამოირიცხოს ნარჩენების გატანის პროცესში საწარმოს დაბინძურება. დახურული კონტეინერებით ნარჩენების გატანის შემთხვევაში, ეს კონტეინერები უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში, ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად უნდა დეზინფიცირდებოდეს.
3. ადგილი, სადაც ხდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ნარჩენების დროებით განთავსება, უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს მისი სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება და, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველებისა და პარაზიტებისაგან დაცვ