1. სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად განკუთვნილი შენობა მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ:
ა) იძლეოდეს მის ადეკვატურად სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას;
ბ) იძლეოდეს დასუფთავების, დეზინფიცირების, ჰაერიდან დაბინძურების თავიდან აცილების ან მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობას;
გ) უზრუნველყოფდეს ჰიგიენური პირობების დაცვას და სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად საჭირო ადეკვატურ სამუშაო სივრცეს;
დ) არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, სურსათის/ცხოველის საკვებისა და ტოქსიკური მასალების კონტაქტი, ნაწილაკების სურსათში/ცხოველის საკვებში ჩაბუდება და კონდენსაცია, ზედაპირზე არასასურველი დამაბინძუ-რებელი ორგანიზმების წარმოქმნა;
ე) ხელს უწყობდეს დამაბინძურებლებისაგან (მათ შორის, მავნებლებისაგან) დაცვას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იყოს სურსათის/ცხოველის საკვების სათანადო ტემპერატურით დამუშავებისა და შენახვის პირობების დაცვა, ამასთან, იძლეოდეს ტემპერატურის გაკონტროლების შესაძლებლობასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის აღრიცხვას.
2. ტუალეტი უნდა იყოს ისეთი, რომ ადვილად ხდებოდეს მისი დასუფთავება/დეზინფიცირება და აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით.
3. შენობა აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაციის საშუალებებით. ვენტილაციის სისტემა უნდა იყოს დაგეგმარებული და კონსტრუირებული ისე, რომ ჰაერი არ მიედინებოდეს დაბინძურებული ადგილიდან სუფთა ადგილისაკენ, ასევე, შესაძლებელი იყოს ფილტრებისა და სხვა ნაწილების ადვილად გაწმენდა და შეცვლა.
4. სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად განკუთვნილ შენობებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური ბუნებრივი და/ან ხელოვნური განათება. გასანათებელი მოწყობილობები უნდა იყოს იმგვარად დაცული, რომ ნათურის ან გასანათებელი მოწყობილობის გატეხვის შემთხვევაში, თავიდან იქნეს აცილებული სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურება. აღჭურვილობების შიდა ზედაპირის დათვალიერებისას დასაშვებია გადასატანი ნათურების გამოყენება, რომლებიც უნდა ჩაისვას დამცავ ბადეებში.
5. საწარმოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო სისუფთავე ყველა უბანზე. ფანჯრები, ფანჯრის მინები, სივრცეები, გამათბობელი მოწყობილობები, სავენტილაციო კამერები და არხები უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში. დასუფთავების და დეზინფექციის ყოველი პროცედურა, მისი დამთავრების შემდეგ, უნდა აღირიცხოს თარიღის მითითებით.
6. საწარმოო საამქროების შესასვლელები უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოში სურსათის/ცხოველის საკვების რაიმე სახით დაბინძურება.
7. დაუშვებელია საწარმოს საამქროებში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება. ნებადართულია მცირე შეკეთებითი სამუშაოების შესრულება წარმოების გაჩერების გარეშე, სურსათში/ცხოველის საკვებში სხვადასხვა უცხო საგნების მოხვედრისაგან საიმედო დაცვის უზრუნველყოფით.
8. სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებში, ასევე დისტრიბუციისათვის განკუთვნილ სათავსებში დაუშვებელია მღრღნელების, მწერებისა და ცხოველების არსებობა. მღრღნელებისა და მწერების შემოღწევის შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი შესაბამისი ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური მეთოდებით განადგურება. სადეზინფექციო და სადერატიზაციო სამუშაოების შესრულების შემდეგ საჭიროა ამ სამუშაოების აღრიცხვ