ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის მიზნით აუცილებელია:
ა) ბიზნესოპერატორის მიერ გამოყენებულ იქნეს ისეთი სასურსათო ნედლეული, ინგრედიენტი, წყალი, აღჭურვილობა, დანადგარები, ინვენტარი და სხვა დამხმარე მასალა, რომლებიც შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად გამოყენებული ნედლეული, ინგრედიენტი ან სხვა მასალა არ უნდა იყოს დაბინძურებული პარაზიტებით, პათოგენური მიკროორგანიზმებით, ტოქსიკური ნივთიერებებითა და სხვა საფრთხეებით ისე, რომ გამოყენებული ნედლეულის, ინგრედიენტის ან მასალის შენახვისათვის საჭირო ჰიგიენური პირობების დაცვისა და ტექნოლოგიური გადამუშავების შემდეგ სურსათი/ცხოველის საკვები იყოს უვნებელ