1. ეს წესი ადგენს ზოგად ჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიმართ და ვრცელდება როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
2. შესაძლებელია სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიერ გამოყენებულ იქნეს ამ წესისაგან განსხვავებული წესები იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული წესებით ზოგადი ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფის მდგომარეობა დასაბუთებული იქნება სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიერ.
3. ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სავალდებულოა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირებული პირებისათვის (შემდგომში – ბიზნესოპერატორი), რომლებიც ახორციელებენ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა ან/და დისტრიბუციას.
4. ეს წესი არ ვრცელდება:
ა) პირადი ან ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათსა და ოჯახურ წარმოებაზე;
ბ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც ამ წესის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების (მათ შორის, პირველადი წარმოების პროდუქტები) პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლის ან ადგილობრივი საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომლებიც უშუალოდ ამარაგებენ საბოლოო მომხმარებელს;
გ) იმ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის ეტაპებზე, რომლის დროსაც გამოიყენება ტრადიციული მეთოდები;
დ) ისეთი სახის სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, გადამუშავებაზე ან/და დისტრიბუციაზე, რომელიც ხორციელდება მაღალმთიან რეგიონში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჰიგიენის გამარტივებული მოთხოვნები.
6. ისეთ პირველად წარმოებაზე, რომელსაც არ მოიცავს ამ მუხლის მე-4 პუნქტი, ვრცელდება ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნებ