1. სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენა
– ღონისძიებები და პირობები, რომლებიც აუცილებელია საფრთხის კონტროლისათვის, და იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს სურსათის/ცხოველის საკვების მოხმარების ვარგისიანობა.

2. უფლებამოსილი ორგანო
– საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური).

3. პირველადი წარმოების პროდუქტი
– პროდუქტი, რომელიც, მათ შორის, მიღებულია ნიადაგიდან, პირუტყვის მოშენებით, ნადირობისა და თევზაობის შედეგად.

4. ბიზნესოპერატორი
_ სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ და/ან დისტრიბუტორად დარეგისტრირებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში არსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის.

5. დაბინძურება
– სურსათში/ცხოველის საკვებში მავნე აგენტების არსებობა.

6. სასმელი წყალი
– საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყალი.

7. სუფთა წყალი
– ზღვის, მდინარის ან სხვა არასასმელი წყალი, რომელიც არ შეიცავს ისეთ ნივ-თიერებებს, რამაც შესაძლოა პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენა მოახდინოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზე.

8. გადამუშავება
– ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის თავდაპირველ პროდუქტს, მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, კონსერვირება, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაცივება ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია.

9. გადამუშავებული პროდუქტი
– სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც მიიღება გადაუმუშავებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების შედეგად. ეს პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია მათი წარმოების ან მათთვის სპეციფიკური თვისებების მიცემისათვის.

10. გადაუმუშავებელი პროდუქტი
– სურსათი/ცხოველის საკვები, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავების ეტაპი, და რომელიც დანაწილდა, დაიჩეხა, დაიჭრა ნაჭრებად, გამოეცალა ძვლები, გატყავდა, დაქუცმაცდა, მოიჭრა, დაიფქვა, გაიწმინდა.

11. მაღალმთიანი რეგიონი
– გეოგრაფიული არეალი, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მაღალმთიანი რეგიონის ცნებას.

12. ტრადიციული მეთოდი
– მეთოდი, რომელიც გულისხმობს არაქარხნული წესით სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას და/ან დისტრიბუციას ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობაზე გადაცემული მეთოდების გამოყენებით, ტრადიციული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისა და სხვა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობების ჩათვლით.

13. პირდაპირი მიწოდება
– ბიზნესოპერატორის მიერ წარმოების ადგილიდან სურსათის/ცხოველის საკვების პირდაპირი მიწოდება საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს.

14. საცალო ვაჭრობის პუნქტი
– ამ წესის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების სარეალიზაციოდ განკუთვნილი ობიექტი (მათ შორის, ღია ბაზარი), რომელიც ახორციელებს საბოლოო მომხმარებლისათვის პროდუქტის მიწოდებას.

15. მცირე ბიზნესი
– ამ წესის მიზნებისათვის, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე არის პირი, რომლის ჯამური ან მოსალოდნელი ბრუნვა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარ