1. სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ტარა და მასთან შეხებაში მყოფი მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. შესაფუთი მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილას, რომ სურსათთან/ცხოველის საკვებთან უშუალო შეხებისას არ მოხდეს პროდუქტის დაბინძურება.

3. შესახვევი და შესაფუთი მასალები, რომლებიც ხელმეორედ გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვებისათვის, ადვილად უნდა იწმინდებოდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი დეზინფიცირებ