1. ჭურჭელი და/ან კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების გადასაზიდად, მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ იძლეოდეს მის ადეკვატურად სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მათი ადვილად გაწმენდა და დეზინფიცირება.
2. გადასაზიდი საშუალებები, ასევე კონტეინერები და შესანახი ჭურჭელი არ უნდა გამოიყენებოდეს სურსათის/ცხოველის საკვების გარდა სხვა რამის გადასაზიდად, თუ შესაძლებელია, რომ ამან გამოიწვიოს სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურება.
3. თუ გადასაზიდი საშუალებები, ასევე კონტეინერები და შესანახი ჭურჭელი სურსათის/ცხოველის საკვების გარდა გამოიყენება სხვა რაიმეს გადასაზიდად, ან ერთსა და იმავე დროს არაერთგვაროვანი სურსათის/ცხოველის საკვების გადასაზიდად, საჭიროა მოხდეს მათი ერთმანეთისაგან განცალკევება.
4. გადასაზიდ საშუალებებში, ასევე კონტეინერებსა და შესანახ ჭურჭელში არსებული სურსათი/ცხოველის საკვები უნდა იყოს დაცული იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაბინძურების რისკი.
5. აუცილებლობის შემთხვევაში, გადასაზიდი საშუალებები, ასევე კონტეინერები და შესანახი ჭურჭელი უნდა უზრუნველყოფდეს სურსათისათვის/ცხოველის საკვებისათვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებასა და მათი მონიტორინგის საშუალება