1. დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, ასევე სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებელი ქიმიური ნივთიერებები არ უნდა ინახებოდეს იმ ოთახში, სადაც განთავსებულია შესახვევი და შესაფუთი მასალა, ასევე, სადაც ინახება და იწარმოება სურსათი/ცხოველის საკვები. დეზინფექციის შემდეგ მოწყობილობა, აპარატურა უნდა გაირეცხოს წყლით, სადეზინფექციო ხსნარის სრულ მოცილებამდე.
2. სადეზინფექციო ხსნარებისა და სხვა საშუალებათა გამოყენება უნდა იყოს აღრიცხული.
3. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები არ უნდა იყოს ტოქსიკური ადამიანისათვის და არ უნდა იყოს საზიანო სურსათისათვის/ცხოველის საკვებისათვი