1. დასუფთავების, დეზინფექციის და ინსექტიციდებით დამუშავების პრინციპები და პროცედურებია:
ა) დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის სამუშაოების განხორციელება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
ბ) აფრიკული ჭირის ვირუსის განადგურების მიზნით, გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება სააგენტოს ნებართვით;
გ) სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შემოწმება გამოყენებამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონკრეტული სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შესუსტება ხანგრძლივი შენახვის შედეგად;
დ) სადეზინფექციო საშუალებების და დეზინფექციის პროცედურების შერჩევის განხორციელება შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და იმ ობიექტების ტიპის გათვალისწინებით, რომელიც უნდა დამუშავდეს;
ე) ცხიმის გამცლელი ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული ნივთიერებების ეფექტურობა. კერძოდ, დაცული უნდა იყოს გამოსაყენებელო საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობები, როგორიცაა: წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო;
ვ) გამოსაყენებელი საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობებთან ერთად, შემდეგი საერთო წესების დაცვა:
ვ.ა) სადენზიფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული გაჟღენთვა;
ვ.ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა და ინსტალაციების გაწმენდა-გასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა;
ვ.გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გაუვნებელყოფა ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი;
ვ.დ) წნევით სითხეებით წმენდისას, უკვე გასუფთავებული ნაწილის ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილება;
ვ.ე) სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, დანადგარების და საგნების გაწმენდა, დეზინფექცია ან განადგურება;
ვ.ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ, განმეორებითი დაბინძურების თავიდან აცილება;
ვ.ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება დამოწმებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელიც უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან.
2. ინფიცირებული ფერმების დასუფთავებისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:
ა) წინასწარი გაწმენდა და დეზინფექცია, რომლის დროსაც:
ა.ა) ცხოველების მოკვლისას მიღებულ უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელება. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობის დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლის, შხაპების უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობის, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების გაწმენდას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას;
ა.ბ) მოკლული ღორების სხეულები უნდა გაიჟღინთოს სადეზინფექციო საშუალებებით;
ა.გ) ფერმიდან ღორების სხეულის გატანის აუცილებლობისას მათი დამუშავების მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს დახურული და წყალშეუღწევადი კონტეინერები;
ა.დ) დამუშავების მიზნით, ღორების სხეულის გატანისთანავე, ფერმის ის ნაწილები, რომელშიც განთავსებული იყვნენ ეს ცხოველები და სხვა ადგილები, რომლებიც დაბინძურდა ღორების მოკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, უნდა დამუშავდეს, ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად გამოსაყენებლად ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით;
ა.ე) ნებისმიერი ქსოვილი ან სისხლი, რომელმაც შეიძლება გამოჟონოს დაკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების ან შენობების, ეზოების, ჭურჭლის ან სხვ. მასობრივი დაბინძურების დროს, ფრთხილად უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს;
ა.ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები დამუშავებულ ზედაპირზე უნდა დარჩეს მინიმუმ 24 საათის განმავლობაში;
ბ) საბოლოო გაწმენდა და დეზინფექცია, რომლის დროსაც:
ბ.ა) ნაკელი და ქვეშსაგები გატანილი და დამუშავებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ.ბ) ცხიმი და ჭუჭყი მოცილებულ უნდა იქნას ყველა ზედაპირიდან ცხიმის მომცილებელი ნივთიერებების გამოყენებით და ზედაპირები უნდა დამუშავდეს წყლით;
გ) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება;
დ) შვიდი დღის შემდეგ, შენობა-ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება, წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება.
3. დაბინძურებული ქვეშსაგების, ნაკელისა და წუნწუხის დეზინფექციისას:
ა) ნაკელი და გამოყენებული ქვეშსაგები უნდა შეგროვდეს, შესხურდეს სადეზინფექციო საშუალებები და დაყოვნდეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში ან განადგურდეს დაწვით ან მიწაში დამარხვით;
ბ) წუნწუხი დაყოვნებულ უნდა იქნეს არანაკლებ 60 დღე დაინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სააგენტო დაუშვებს შენახვის შემცირებულ ვადას წუნწუხისათვის, რომელიც დამუშავდა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
4. ღია ფერმების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს გაწმენდის და დეზინფექციის სპეციალური პროცედურები ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, ფერმის ტიპისა და კლიმატური პირობების გათვალისწინები