1. კონტაქტურია ფერმა, თუ სახელმწიფო ვეტერინარი ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგად აღმოაჩენს ან ჩათვლის, რომ აფრიკული ჭირის გამომწვევი ვირუსი შეტანილია ამ წესის მე-4 ან მე-5 მუხლში მითითებული ფერმიდან.
2. აფრიკული ჭირის არსებობაზე ეჭვის გამორიცხვამდე გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ კონტაქტურ ფერმებში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) სიტუაცია ამგვარად მოითხოვს, სააგენტომ უნდა გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ზომები.
4. აფრიკული ჭირის ვირუსის დადასტურების ან გამოირიცხვის მიზნით, კონტაქტურ ფერმებში მოკლული ღორებისგან აღებულ უნდა იქნეს ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისათვი