1. ცხოველების თურქულით დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ცხოველების მფლობელები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს.
2. სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია შეზღუდოს არაკეთილსაიმედო კერიდან (ფერმიდან, ეზოდან) ცხოველების გაყვანა, რძის, ხორცის და ხორცპროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის და ცხოველური საკვების გატანა. ამავე დროს ჩაატაროს ეპიზოოტიური ანალიზი თურქულის ინფექციის წყაროს და ვირუსის შემოტანის, შემოჭრის გზების დასადგენად, დააზუსტოს თურქულის ეპიზოოტიური კერის, არაკეთილსაიმედო პუნქტის და საშიში ბუფერული ზონის საზღვრები და განათავსოს შესაბამისი წარწერა, განსაზღვროს ცხოველური პროდუქტების შენახვის და გადამუშავების წესი უშუალოდ არაკეთილსაიმედო კერაში და განახორციელოს კონტროლი დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვების შესრულებაზე.
3. თურქულის დადგენისას სააგენტო სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს წარუდგენს მოთხოვნას არაკეთილსაიმედო კერაში კარანტინის დაწესების შესახებ.
4. საკარანტინო ზონაში აკრძალულია:
ა) ყველა სახის ცხოველის გადაადგილება სახელმწიფო ვეტერინართან შეთანხმების გარეშე;
ბ) ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ცხოველის საკვების და სპერმის, ასევე სათანადო დამუშავების გარეშე სხვადასხვა მატერიალური საშუალებების დამზადება და გამოტანა;
გ) რძისა და რძის ნაწარმის გატანა გაუვნებლობის გარეშე;
დ) ტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა შესაბამისი დეზინფექციის გარეშე.
5. სააგენტო თურქულის გაჩენის შესახებ შეტყობინების მიღებისას დაუყონებლივ აცნობებს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE), მეზობელი ქვეყნის შესაბამის სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრ