1. ჯილეხი არის ყველა შინაური და გარეული ცხოველის, აგრეთვე ადამიანის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადება, ხასიათდება სეპტიცემიის მოვლენებით, მძიმე ინტოქსიკაციით და კარბუნკულების წარმოქმნით. დაავადების აღმძვრელი მიეკუთვნება სპორაწარმომქმნელ მიკროორგანიზმებს, რომლებსაც განსაზღვრულ პირობებში ნიადაგში გამრავლების უნარი აქვთ და შეუძლიათ შეინარჩუნონ თავისი ცხოველმყოფელობა და ვირულენტური თვისებები წლობით. სპორებით დაინფიცირებული ნიადაგი ხანგრძლივი დროით რჩება ინფექციის აღმძვრელის გადაცემის ფაქტორად.
2. ჯილეხის საწინააღმდეგო ღონისძიებათა ორგანიზაციის დროს ერთმანეთისაგან განსხვავებული უნდა იქნეს ჯილეხის მიმართ საშიში ტერიტორია, ეპიზოოტიური კერა, ნიადაგობრივი კერა, ეპიდემიური კერა.
3. ჯილეხთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო