1. ჯილეხის ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესება და მოხსნა ხორციელდება სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მიერ.

2. საკარანტინო ზონაში/ზონიდან იკრძალება:

ა) ცხოველის შეყვანა და გამოყვანა;

ბ) ცხოველური პროდუქტების დამზადება და გამოტანა;

გ) ცხოველთა გადაჯგუფება;

დ) დაავადებული ცხოველების რძის გამოყენება;

ე) ცხოველის სახორცედ დაკვლა;

ვ) მკვდარი ცხოველის გაკვეთა და გატყავება;

ზ) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გადაუდებელი შემთხვევების გარდა;

თ) უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა, რომელიც დაკავშირებული არ არის საკარანტინო ზონაში არსებულ  ობიექტების მომსახურებასთან;

ი) ცხოველის დარწყულება საერთო გუბურიდან და სხვა წყალსაცავიდან;

კ) ცხოველებით და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობა.

3. კეთილსაიმედო სათესი მონაკვეთიდან, საძოვრიდან, სათიბ-სავარგულიდან დამზადებული მარცვლის, უხეში და წვნიანი საკვების გატანა დაიშვება მხოლოდ კარანტინის მოხსნის შემდეგ.

4. მარცვალი, უხეში და წვნიანი საკვები, რომლებიც დამზადებულია ან ინახება იმ ადგილებში, რომელიც უშუალო შეხებაშია ჯილეხით დაავადებულ ან მკვდარ ცხოველებთან დაუშვებელია საკარანტინო ზონიდან გატანა და გამოიყენება ადგილზე ჯილეხის საწინააღმდეგოდ აცრილი ცხოველის საკვებად.

5. საკარანტინო ზონაში ცხოველების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც უნდა  დაექვემდებაროს შემდგომ განადგურებას.

6.  საკარანტინო ზონაში ყველა ცხოველის შემოწმების შემდეგ ვეტერინარი ჰყოფს მათ 2 ჯგუფად:

ა) პირველი ჯგუფი – ჯილეხით დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველები, რომლებსაც აღენიშნებათ დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები;

ბ) მეორე ჯგუფი – ჯილეხის დასენიანებაზე საეჭვო ცხოველები ანუ ყველა დანარჩენი ამთვისებელი ცხოველი, რომელსაც არ აქვს დაავადების კლინიკური ნიშნები და იმყოფება საკარანტინო ზონაში.

7. პირველი ჯგუფის ცხოველები ექვემდებარებიან მკურნალობას. კლინიკური გამოჯანმრთელებიდან 14 დღის შემდეგ ცხოველები ექვემდებარებიან ვაქცინაციას.

8. მეორე ჯგუფის ცხოველები ექვემდებარებიან ვაქცინაციას.

9. ჯილეხით ან ჯილეხზე საეჭვო დაავადებით დაცემული ცხოველის ლეში  და ცხოველური პროდუქტი უნდა დაიწვას ან მოთავსდეს ბიოთერმულ ორმოში (ცხოველის ლეშის დამარხვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მისი დაწვა ან ბიოთერმულ ორმოში მოთავსება. სამარხი უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრის სიღრმის და შესაბამისად მონიშნული