1. ტუბერკულოზი ცხოველთა ინფექციური, ზოონოზური, ხშირ შემთხვევაში ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც რეგისტრირებულია მრავალი სახეობის შინაურ და გარეულ ცხოველებსა და ფრინველებში. შინაურ ცხოველთაგან უფრო ხშირია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დასნებოვნება. ცხოველთა ტუბერკულოზის გამომწვევია Mycobacterium bovis (ხარის ტიპი), Mycobacterium avium (ფრინველის ტიპი).
2. ტუბერკულოზით ავადმყოფი ცხოველისაგან (ფრინველისაგან) შეიძლება დაავადდეს ადამიანიც, ხოლო ტუბერკულიოზიანი ადამიანიდან – ცხოველი.
3. ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე, ფერმერულ მეურნეობებსა და დასახლებულ პუნქტებს ყოფენ ამ დაავადებაზე კეთილსაიმედო ან არაკეთილსაიმედო ზონებად.
4. ცხოველთა მფლობელნი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ წესით დადგენილი ტუბერკულოზთან ბრძოლის საწინააღმდეგო მოთხოვნების შესრულება.
5. სახელმწიფო ვეტერინარები ვალდებულნი არიან აწარმოონ მუდმივი კონტროლი ცხოველთა ტუბერკულოზის პროფილაქტიკურ და სალიკვიდაციო ღონისძიებეთა შესრულებაზე.
6. ტუბერკულოზზე დიაგნოზს ადგენენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური, პათანატომიური, ალერგიული და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე.
7. ტუბერკულოზთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო