1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კეთილსაიმედო ზონა - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზეც არ ფიქსირდება არცერთი ეპიზოოტიური კერა;
ბ) არაკეთილსაიმედო ზონა - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა;
გ) დეზინფექცია - მიკროორგანიზმების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება;
დ) დეზინვაზია - პარაზიტების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება;
ე) დეზინსექცია - მწერების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება;
ვ) დერატიზაცია - მღრნელების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება;
ზ) ბიოთერმული გაუვნებლობა - პროცესი, რომლის დროსაც თერმოგენული მიკროფლორის გამრავლების შედეგად მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით იღუპებიან ინფექციური დაავადებების აღმძვრელები, ჰელმინთების კვერცხები და ლარვები;
თ) იძულებითი დაკვლა – დაავადებული ცხოველის დაკვლა ვეტერინარი ექიმის მითითებითა და კონტროლის ქვეშ ცხოველების დაცემის თავიდან აცილების მიზნით ან მათი მკურნალობის ეკონომიკური მიზანშეუწონლობის გამო;
ი) ფერმერული მეურნეობა - ობიექტი სადაც ხდება ცხოველების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით.
2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ