1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეპიზოოტიური კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც იმყოფება ინფექციის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო;
ბ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა;
გ) არაკეთილსაიმედო კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია სადაც დაფიქსირებულია დაავადება;
დ) არაკეთილსაიმედო ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 10-კილომეტრიან რადიუსს;
ე) საშიში ბუფერული ზონა - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 3-კილომეტრიან რადიუსს;
ვ) ზოონოზური დაავადება - ცხოველის ისეთი გადამდები დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს და ადამიანიდან ცხოველს;
ზ) კეთილსაიმედო ზონა - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზეც არ ფიქსირდება არცერთი ეპიზოოტიური კერა;
თ) არაკეთილსაიმედო ზონა - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა;
ი) დეზინფექცია - მიკროორგანიზმების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება;
კ) დერატიზაცია - მღრღნელების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება;
ლ) ტუბერკულინიზაცია - ცხოველებში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდი.
2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ