1. პირუტყვის მფლობელები ვალდებულნი არიან:
ა) არ დაუშვან დაავადებული ან/და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების შემოყვანა სხვა ცხოველის სადგომიდან, ფერმიდან;
ბ) შემოყვანილი პირუტყვი 30 დღის განმავლობაში მოათავსონ იზოლირებულად და ჩაუტარონ ტუბერკულინიზაცია. საერთო ჯგუფში შეიყვანონ მხოლოდ არამორეაგირე პირუტყვი, ხოლო მორეაგირე პირუტყვის გამოვლენისას დიაგნოზი დააზუსტონ და ტუბერკულოზის დადგენის შემთხვევაში შემოყვანილი პირუტყვის მთელი სულადობა დაკლან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
გ) არ დაუშვან ცხოველთა კონტაქტი ტუბერკულოზზე არაკეთლსაიმედო კერებთან;
დ) სახელმწიფო ვეტერინარის მოთხოვნისთანავე უზრუნველყონ პირუტყვის გამოყვანა დათვალიერებისთვის, სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისთვის შექმნან სათანადო პირობები კომპლექსური ღონისძიების გასატარებლად.
2. ტუბერკულოზზე კეთილსაიმედო ზონიდან ცხოველის გაყვანა ნებადართულია, თუ დაავადება არ დაფიქსირებულა ბოლო 4 წლის განმავლობაში.
3. სახელმწიფო ვეტერინარი მის სამოქმედო ტერიტორიაზე ვალდებულია აკონტროლოს ტუბერკულოზზე ეპიზოოტიური მდგომარეობა.
4. დაინფიცირებული საძოვარი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნიადაგში მიკობაქტერიების გამძლეობის გათვალისწინებით 4 − 6 თვის შემდეგ.
5. ტუბერკულოზის დადგენისას ცხოველი უნდა დაიკლას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით. დანარჩენ სულადობას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა.
6. აკრძალულია ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ცხოველთა ჯგუფის საძოვარზე გადარეკვ