1. ბრუცელოზი – ცხოველის ინფექციური, ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური დაავადებაა, რომლის ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა აბორტი. ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია თხისა და ცხვრის ბრუცელოზის აღმძვრელი.
2. ცხოველებში, ბრუცელოზზე დიაგნოზს ადგენენ სეროლოგიური, ბაქტერიოლოგიური და ალერგიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე, ეპიზოოტოლოგიური მონაცემებისა და დაავადების კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მიხედვით ფერმერულ მეურნეობებსა და დასახლებულ პუნქტებს ყოფენ ამ დაავადებაზე კეთილსაიმედო ან არაკეთილსაიმედო ზონებად.
4. ბრუცელოზზე გამოკვლევისას დადებითად მორეაგირე ერთეული ცხოველების გამოვლენის შემთხვევაში, ფერმერული მეურნეობა, დასახლებული პუნქტი არაკეთილსაიმედო ზონად ითვლება, თუ 20-25 დღის ინტერვალით ჩატარებული ორჯერადი გამოკვლევისას კიდევ გამოვლინდება დადებითად მორეაგირე ცხოველი.
5. ცხოველების ბრუცელოზზე კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფენ პროფილაქტიკური ღონისძიებებითა და გეგმური დიაგნოსტიკური გამოკვლევებით, ინფექციის კერაში და მის გარშემო დაავადების აღმძვრელის გაუვნებლების გზით.
6. ბრუცელოზთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო