1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეპიზოოტიური კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც იმყოფება ინფექციის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო;
ბ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მეღორეობის ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა;
გ) არაკეთილსაიმედო კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, სადაც დაფიქსირებულია დაავადება;
დ) არაკეთილსაიმედო ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 10 კილომეტრიან რადიუსს;
ე) საშიში ბუფერული ზონა - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 3 კილომეტრიან რადიუსს;
ვ) საშიში ტერიტორია - ტერიტორია, სადაც ადრე დაფიქსირებული იყო ჯილეხი;
ზ) ნიადაგობრივი კერა - ადგილი, სადაც განთავსებული იყო ჯილეხით მკვდარი ცხოველის ლეში ან/და ადგილი, სადაც არის ჯილეხით მკვდარი ცხოველის სამარხი;
თ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია დაავადების გამომწვევით ჯანმრთელი ადამიანების, ცხოველების ინფიცირება;
ი) სპეციალური ტანსაცმელი – ტანსაცმელი და საშუალებები (ხელთათმანები, რესპირატორები, დამცავი სათვალეები და ა.შ.), რომელიც გამოიყენება ადამიანების ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებებით ექსპოზიციისაგან დასაცავად;
კ) ბიოთერმული ორმო - ორმო, სადაც ხდება ბიოლოგიური ნარჩენების გაუვნებლობა;
ლ) იძულებითი დაკვლა – დაავადებული ცხოველის დაკვლა ვეტერინარი ექიმის მითითებითა და კონტროლის ქვეშ, ცხოველების დაცემის თავიდან აცილების მიზნით ან მათი მკურნალობის ეკონომიკური მიზანშეუწონლობის გამო;
მ) ფერმერული მეურნეობა - ობიექტი, სადაც ხდება ცხოველების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით.
2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ