1. საშიშ ბუფერულ ზონაში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) ცხოველები გადაჰყავთ ბაგურ შენახვაზე. მომთაბარე მეცხოველეობის რაიონებში არაკეთილსაიმედო ტერიტორიის საზღვარზე აწესებენ 10-15 კილომეტრის რადიუსის ფარგლებში თურქულის ამთვისებელ ცხოველებისაგან თავისუფალ ტერიტორიას;
ბ) სააგენტოს მიერ ხორციელდება დაავადებაზე ზედამხედველობის განხორციელებაზე, ვეტერინარულ-პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და წესების შესრულებაზე კონტროლი;
გ) აღრიცხვაზე აჰყავთ თურქულის ყველა ამთვისებელი ცხოველი და ცრიან მათ თურქულის საწინააღმდეგოდ შესაბამისი ტიპის ვაქცინით. ახლად შეყვანილ ცხოველებს ათავსებენ 30-დღიან კარანტინში და ცრიან თურქულის საწინააღმდეგოდ. აცრიდან 21 დღის შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 30-დღიანი კარანტინის დამთავრებისა, გადაჰყავთ საერთო სადგომში;
დ) ფერმერული მეურნეობებიდან იკრძალება ცხოველების გაყვანა, გარდა უახლოეს სასაკლაოზე დასაკლავად გადაყვანისა;
ე) თურქულზე საშიშ ბუფერულ ზონაში მიღებული რძე ექვემდებარება აუცილებელ გაწმენდას ცენტრიდანული რძის საწმენდებში და პასტერიზაციას 760 C ტემპერატურაზე. თუ რძის ხსენებული მეთოდით გადამუშავება შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი ადუღება ან პასტერიზაცია 850 C ტემპერატურაზე. გაწმენდილი რძისაგან მიღებული ნალექი უნდა დაიწვას ან გაუვნებელყოფილ იქნეს ადუღებით;
ვ) თურქულის გავრცელების აღკვეთის მიზნით გადასარეკ ტრასებზე, სასაკლაოებზე და სხვა ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, პროდუქტების, დამამზადებელ-გადამამუშავებელ და სარეალიზაციო ობიექტებზე სახელმწიფო ვეტერინარები აწესებენ ვეტერინარულ კონტროლს.
2. შეზღუდვები არ ვრცელდება სამრეწველო საქონელზე, საშენ მასალებზე და სხვა ტვირთებზე, რომლებიც გაიტანება საშიში ბუფერული ზონიდან სააგენტოს მიერ დადგენილი წესების დაცვით.
3. ერთი მუნიციპალიტეტიდან ცხოველების გადარეკვა, გადაყვანა, ცხოველური პროდუქტების და ნედლეულის გადატანა მეორე მუნიციპალიტეტში დასაშვებია სახელმწიფო ვეტერინარის წერილობითი თანხმობით.
4. საშიშ ბუფერულ ზონაში შესაყვან ყველა ცხოველს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია.
5. დაუშვებელია ვაქცინირებული და არავაქცინირებული ცხოველების შერევა. უნდა განხორციელდეს კონტროლი ცხოველების გადაადგილებაზე.
6. სააგენტო უზრუნველყოფს პერიოდულად ცხოველების იმუნური ფონის მდგომარეობის კონტროლ