1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეპიზოოტიური კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც იმყოფება ინფექციის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო;
ბ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა;
გ) არაკეთილსაიმედო კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადრე დაფიქსირებული იყო დაავადება;
დ) არაკეთილსაიმედო ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 10-კილომეტრიან რადიუსს;
ე) საშიში ბუფერული ზონა - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 3 კილომეტრიან რადიუსს;
ვ) დეზინფექცია - მიკროორგანიზმების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება;
ზ) ფერმერული მეურნეობა - ობიექტი სადაც ხდება ცხოველების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით;
თ) ეგზოტიკური დაავადება – ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც მოცემულ ადგილზე არასდროს არ აღინიშნებოდა ან არ აღინიშნებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი დროის მანძილზე და შემოტანილია სხვა ქვეყნიდან;
ი) არაეგზოტიკური დაავადება - ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც ქვეყანაში ცირკულირებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ