1. კარანტინი იხსნება ეპიზოოტიის კერაში დაავადებული ცხოველების გამოჯანმრთელების, დაკვლის ან ლიკვიდაციიდან 21 დღის შემდეგ. კარანტინის მოხსნის წინ ცხოველის მფლობელი ვალდებულია სახელმწიფო ვეტერინარის მითითებით უზრუნველყოს ყველა სადგომის, ტერიტორიის, სადაც იმყოფებოდა თურქულით დაავადებული ცხოველი, დასუფთავება. სააგენტო უზრუნველყოფს საძოვრების, ინვენტარის, ტრანსპორტის დეზინფექციას ინსტრუქციის დაცვით. ცხოველთა სადგომის შიგნით ატარებენ კედლების შეთეთრებას ახლად ჩამქრალი კირის ხსნარით. დასკვნითი ღონისძიებების ჩატარებისას კარანტინის მოხსნის პერიოდში წვიმიან, თოვლიან ამინდებში და ყინვების დროს კარგი ამინდების დადგომის შემდეგ, აღნიშნულ პუნქტებში განმეორებით ატარებენ ვეტერინარულ ღონისძიებებს (სადგომის სანიტარიული რემონტი, დეზინფექცია და სხვა), რომელიც უზრუნველყოფს თურქულის ვირუსის სრულ მოსპობას.

2. სახელმწიფო ვეტერინარი ამოწმებს ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების სისრულეს, ცხოველების თურქულზე კეთილსაიმედოობას, რის შემდეგ სააგენტო კარანტინის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს ან საქართველოს მთავრობას. თუ არაკეთილსაიმედო პუნქტში ყველა ცხოველი იქნა დაკლული, კარანტინი იხსნება სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ.

3. კარანტინის მოხსნის შემდგომ არაკეთილსაიმედო პუნქტზე ხორციელდება შემდეგი შეზღუდვები:

ა) იკრძალება ფერმერული მეურნეობიდან თურქულის საწინააღმდეგოდ იმუნიზირებული ცხოველების გაყვანა 12 თვის განმავლობაში და შეყვანა თურქულზე კეთილსაიმედო ფერმერულ მეურნეობაში, ბაზარზე გასაყიდად, ასევე შენახვა არაიმუნიზირებულ ცხოველებთან ერთად;

ბ)  კარანტინის მოხსნის შემდეგ არაკეთილსაიმედო პუნქტში არ დაიშვება  თურქულის შესაბამისი ტიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ცხოველების შეყვანა ვაქცინაციიდან 21 დღეზე ადრე, ხოლო არავაქცინირებული 12 თვეზე ადრე;

გ) არ დაიშვება ზაფხულის პერიოდში 3 თვის განმავლობში, ხოლო ზამთარში 6 თვის განმავლობაში გამოყენებულ იქნეს საძოვარი, ასევე გადასარეკი ტრასა, რომელზეც ძოვდნენ ან გადარეკილ იქნა თურქულით დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველები არაიმუნური ცხოველების საძოვრად და გადასარეკად.

4. ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ფურაჟი და სხვა საკვები, რომელიც კარანტინის პერიოდში მოთავსებული იყო არაკეთილსაიმედო პუნქტში და არ იყო მასთან შეხებაში თურქულით დაავადებული ცხოველები, შეიძლება გატანილ იქნეს მხოლოდ იმავე ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო ვეტერინარის წერილობითი თანხმობით.

5. კარანტინის მოხსნის შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კერატები და კურო მწარმოებლები სპერმის მისაცემად სხვა ფერმერულ მეურნეობაში, ან მოსახლეობის კუთვნილ ცხოველებში გამოსაყენებლად 3 თვის შემდეგ, თუ არ იყვნენ ისინი ვაქცინირებულნი, ხოლო 12 თვის შემდეგ, თუ ისინი იყვნენ ვაქცინირებული თურქულის საწინააღმდეგოდ.

6. კარანტინის მოხსნის შემდეგ ხორციელდება ცხოველების თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სააგენტოს გადაწყვეტილებით.

დანართი №2

ცხოველების  ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო

წე