1. თურქულზე არაკეთილსაიმედო პუნქტში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის გადაწყვეტილებით, კარანტინის პერიოდში ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) იკეტება არაკეთილსაიმედო პუნქტიდან გამომავალი ყველა გზა (ბილიკი) და იწყობა საჭირო რაოდენობით საკარანტინო საგუშაგოები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა და სახელმწიფო ვეტერინართა სადღეღამისო მორიგეობით. გამომავალ გზებზე კეთდება შესაბამისი წარწერა (საგზაო ნიშნებით) „კარანტინია”, „შესვლა აკრძალულია”, „ასაქცევი გზა”, კეთდება „შლაგბაუმები”, ეწყობა სადეზინფექციო ბარიერები;
ბ) ყველა ცხოველი გადაჰყავთ ბაგურ შენახვაზე ან სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ საძოვარზე და ცხოველის მფლობელი უზრუნველყოფს საკარანტინო მოთხოვნების შესრულებას;
გ) არაკეთილსაიმედო პუნქტში დაავადების ამთვისებელი ყველა კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველი (მსხვილფეხა, წვრილფეხა) იცრება თურქულის საწინააღმდეგოდ შესაბამისი ვაქცინის გამოყენებით;
დ) სადგომების დეზინფექციას, ასევე სპეცტანსაცმლის, მოვლის საგნების, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა საგნების დამუშავებას ინსტრუქციის შესაბამისად;
ე) არ დაიშვება ცხოველების, მათ შორის, ძაღლების, კატების და ფრინველების უმეთვალყურეოდ დატოვება;
ვ) ცხოველთა სადგომების შესასვლელებში, პირუტყვის მფლობელის ეზოში, ასევე ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოების შესასვლელში აწყობენ სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილ სადეზინფექციო ბარიერებს ტრანსპორტის და ფეხსაცმლის სადეზინფექციოდ.
2. ეპიზოოტიის კერაში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) კერის ტერიტორია უნდა შემოიღობოს და საკარანტინო გამშვებ პუნქტებზე დაწესდეს სადღეღამისო მორიგეობა, პუნქტს უზრუნველყოფენ დეზინფექტანტითა და სადეზინფექციო დანადგარით;
ბ) კერის ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ცხოველების მომსახურებისა და სხვა სამუშაოების ჩასატარებლად მუდმივი ტრანსპორტით კერიდან გამოუსვლელად, კერაში საკვების და სხვა აუცილებელი მასალების შესატანად კერის შესასვლელში უნდა მოეწყოს გადასაცემი მოედანი, სადაც გარედან მიიტანენ ტვირთს ცალკე ტრანსპორტით. კერის ტერიტორიაზე მყოფი ცხოველები უნდა იმყოფებოდნენ შენობაში ან ბაკში. დაუშვებელია ცხოველების გადაჯგუფება, ასევე კერის საზღვრებს გარეთ გაყვანა;
გ) კერაში მომუშავე პირები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ორი კომპლექტით, პირსახოცით, საპნით, ხელის სადეზინფექციო ნივთიერებით, ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო აფთიაქით. დაუშვებელია კერიდან ინვენტარის, მოწყობილობის, პროდუქტების, ფურაჟის და სხვა ყოველგვარი საგნების გამოტანა;
დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების საფუძველზე, მფლობელის მიერ უნდა ჩატარდეს პირუტყვის სადგომის, მოვლის საგნების, მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებათა, მეცხოველეობის ობიექტების, შენობის და ფერმის ტერიტორიის დეზინფექცია;
ე) რძე, მიღებული თურქულის კერაში მყოფი ფურებისაგან, უნდა გაუვნებლდეს ადგილზე ადუღებით, მიეცეს კერაში მყოფ ცხოველებს ან მოხდეს მისი განადგურებ