1. თურქული შინაური და გარეული წყვილჩლიქიანი ცხოველების ინფექციური მაღალ კონტაგიოზური, მწვავედ მიმდინარე, სწრაფად გავრცელებადი ვირუსული დაავადებაა.

2. ინფექციის აღმძღვრელის წყაროს წარმოადგენენ თურქულით დაავადებული ცხოველები, მათ შორის, ინკუბაციურ (ფარულ) პერიოდში მყოფი ცხოველები, ასეთი ცხოველები გამოყოფენ ვირუსს გარემოში  აფთის შიგთავსით და აფთის ნაწილებით, რძით, ნერწყვით, შარდით, ფეკალური მასით, სპერმით, ამოსუნთქული ჰაერით და სხვა გამონაყოფებით. თურქულზე დიაგნოზს სვამენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური, პათოლოგ-ანატომიური მონაცემებით და აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევის დადებითი შედეგებით.

3. თურქულის საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზების დროს განსაზღვრული უნდა იქნეს თურქულის ეპიზოოტიური კერა,  არაკეთილსაიმედო პუნქტი და საშიში ბუფერული ზონა, რომელთა საზღვრებს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო)  ეკოლოგიური, გეოგრაფიული და სხვა პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.

4. თურქულთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტ