1. დამტკიცდეს თანდართული ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების:
ა) ცხოველების თურქულთან ბრძოლის პროფილაქტიკურ - საკარანტინო წესი (დანართი №1);
ბ) ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი (დანართი №2);
გ) ცხოველების ბრუცელოზთან ბრძოლის პროფილაქტიკურ - საკარანტინო წესი (დანართი №3);
დ) ცხოველების ტუბერკულოზთან ბრძოლის პროფილაქტიკურ - საკარანტინო წესი (დანართი №4);
ე) ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ - საკარანტინო წესი (დანართი №5);
ვ) ღორის კლასიკურ ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი (დანართი №6);
ზ) ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი (დანართი №7);
თ) ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი (დანართი №8).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,ტექნიკური რეგლამენტის - „ცხოველთა საკარანტინო წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №420 დადგენილება;
ბ) „საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა” და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-217 ბრძანებ