თურქულზე არაკეთილსაიმედო კერების ლიკვიდაციის მეთოდებია:
ა) თურქულის ეგზოტიკური ტიპის ვირუსით გამოწვეული კერის გამოვლენის დროს კერაში მყოფი ავადმყოფი და კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველების, რომელიც ავადმყოფ ცხოველებთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ, განადგურება და მათი ლეშის დაწვა;
ბ) თურქულის არაეგზოტიკური დაავადების დადასტურების დროს, სააგენტოს გადაწყვეტილებით დაავადებული ცხოველების ცალკე ჯგუფებად შენახვა ბოლო კლინიკური გამოჯანმრთელებიდან 21 დღის განმავლობაში;
გ) თურქულის ვირუსით დაინფიცირებული პროდუქტების და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, რძის, ტყავნედლეულის, მატყლის და სხვა დამამზადებელ საწარმოებში შეტანის შემთხვევაში საწარმოს საკარანტინო პუნქტად გამოცხადება. საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია სასწრაფოდ მიიღოს ზომები ინფექციის აღმძვრელის გავრცელების აღსაკვეთად. კარანტინის ვადად განისაზღვრება ყველა შემოსული ნედლეულის გადამუშავების, ტერიტორიის შენობის, მოწყობილობის და სხვა საგნების გაუვნებლებისათვის საჭირო დრ