1. ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს:

ა) ცხოველების პროფილაქტიკურ იმუნიზაციას და დაავადებისგან დაცვას;

ბ) ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომ შემოწმებას, ცხოველის იძულებით დაკვლის შემთხვევაში - ცხოველური პროდუქტების ლაბორატორიულ გამოკვლევას.

2. კერა დაფიქსირებული უნდა იყოს GPS-აპარატით და ინფორმაცია შეტანილ იქნეს შესაბამის ჟურნალში.

3. არაკეთილსაიმედო ტერიტორიაზე ტარდება ვეტერინარული ღონისძიებები და ცხოველის პროფილაქტიკური იმუნიზაცია.

4. დაავადების გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, ინფორმაცია მოსახლეობას უნდა მიეწოდოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით.

5. ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები ტარდება  ვაქცინაციის გეგმის მიხედვით. მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა და ცხენი იცრება ვაქცინის გამოყენების წესის (ინსტრუქციის) შესაბამისად.

6. ჯილეხის საწინააღმდეგოდ აცრილი ცხოველი შეიძლება დაიკლას ბაზარზე განთავსების მიზნით, აცრიდან 14 დღის გასვლის შემდგომ ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით იმ პირობით, თუ ცხოველს აქვს სხეულის ნორმალური ტემპერატურა და არ აღენიშნება აცრის შემდგომი გართულება.

7.ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 14 დღის განმავლობაში, დაცემული ცხოველის გატყავება დასაშვებია ჯილეხზე გამოკვლევის უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში.

8. დაცემული და იძულებით დაკლული ცხოველის ტყავი ინახება სპეციალურად გამოყოფილ შენობაში (სათავსში) განცალკევებულად, მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგის მიღებამდე.

9. ცხოველის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ამ წესით დადგენილი ჯილეხთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებ