1. ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებებია:
ა) შინაური ცხოველების დაცვა უპატრონო ძაღლებისა და კატების და გარეული ცხოველებისაგან;
ბ) უპატრონო ძაღლებისა და კატების იზოლირება;
გ) ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკური ვაქცინაცია გეგმის შესაბამისად;
დ) გარეული ხორცისმჭამელი ცხოველების ორალური ვაქცინაცია გეგმის შესაბამისად;
ე) ცოფის დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ინფექციის კერებში დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება;
ვ) მოსახლეობაში ცოფის საწინააღმდეგო ფართო საგანმანათლებლო ახსნა-განმარტებითი მუშაობა დაავადების არსის, ცხოველთა სავალდებულო პროფილაქტიკის შესახებ.
2. ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ქვეყანაში ტარდება ყოველწლიურად სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
3. სააგენტოს ორგანიზებით ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის განხორციელებისას შევსებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ შედგენილი ვაქცინაციის დამადასტურებელი სახელობითი სიები, ხოლო დასრულებისას (ეტაპობრივად) აქტები.
4. ცოფის პოსტვაქცინალური იმუნიტეტის განსაზღვრის მიზნით, ყოველ წელს იგეგმება და ტარდება ცოფზე აცრილი ცხოველების შერჩევითი ლაბორატორიული გამოკვლევა. ასევე, ცოფის ვირუსის ტიპის განსაზღვრისათვის იგეგმება და ტარდება ლაბორატორიული კვლევები.
5. ქვეყნის ტერიტორიაზე ცოფის გაჩენისა და მისი გავრცელების აღსაკვეთად, ცხოველის მფლობელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-შენახვის წესები და ყოველწლიურად უზრუნველყოს ძაღლის და კატის პროფილაქტიკური ვაქცინაცია;
ბ) ცოფის საწინააღმდეგოდ აუცრელი ძაღლები და კატები არ გაუშვას ეზოში, ქუჩაში, ბაღში, მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე, სეზონურ საძოვარზე, პირუტყვის გადასარეკ ტრასაზე, სადგომში ჯოგში, ფარეხში და სანადიროდ;
გ) არ დაუშვას საზოგადოებრივ ობიექტებში სამომსახურეო ძაღლების შეხება გარეშე ძაღლებთან და სხვა სახეობის ხორცისმჭამელ ცხოველებთან;
დ) მუნიციპალიტეტების ქუჩებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, ბაღებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ან სანადიროდ ძაღლი გაიყვანოს მხოლოდ მოკლე საბმელით, ალიკაპით. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სახლიდან, საკუთარი ეზოდან, საზოგადოებრივ დაწესებულებათა ობიექტებიდან გამოსული და გამოყვანილი ყველა ძაღლი ითვლება უპატრონოდ, ექვემდებარება იზოლირებას.
6. მუნიციპალიტეტში უპატრონო ძაღლებისა და კატების იზოლირებას უზრნველყოფს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო.
7. ცხოველების მიერ ადამიანის, სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველების დაკბენისა ან/და ცოფის დაავადებაზე ეჭვის მიტანის ყველა შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს, რომელსაც ევალება დამკბენ ცხოველზე (იდენტიფიცირების შემთხვევაში) 10-დღიანი ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება.
8. გარეულ მტაცებელ ცხოველებში ცოფის ადრეული გამოვლენისა და დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სამონადირეო მეურნეობები და სხვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაც შეხება აქვთ გარეულ მტაცებელ ცხოველებთან ვალდებულნი არიან:
ა) დაუყოვნებლივ აცნობონ სააგენტოს გარეული ცხოველების უჩვეულო მოქცევის შესახებ (ადამიანისადმი შიშის დაკარგვა, უმიზეზოდ ადამიანებზე და ცხოველებზე თავდასხმა და სხვ.);
ბ) აცნობონ სააგენტოს ტყეში და ველად ნაპოვნი ყველა სახის გარეული ცხოველის ლეშის არსებობის შესახებ;
გ) ორგანიზაციული და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ სააგენტოს ტყეში და ველად გარეული ხორცისმჭამელი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ორალური მეთოდით პროფილაქტიკური ვაქცინაციისა და სხვა ვეტერინარული საქმიანობის ჩასატარებლად.
9. უპატრონო ძაღლების და კატების დამჭერი შესაბამისი სამსახური ვალდებულია ცხოველი, რომელმაც დაკბინა ადამიანი ან ცხოველი, განათავსოს თავშესაფარში ან ვოლიერში და აცნობოს სააგენტოს, რომელიც დამკბენ ცხოველზე დააწესებს 10-დღიან ვეტერინარულ ზედამხედველობას.
10. სახელმწიფო ვეტერინარის წერილობითი თანხმობით დასაშვებია დამკბენი ცხოველი დატოვებულ იქნეს მეპატრონესთან იმ გარანტიით, რომ მეპატრონე იღებს პირად პასუხისმგებლობას იყოლიოს ცხოველი მკაცრ იზოლაციაში 10 დღე და ხელი შეუწყოს სახელმწიფო ვეტერინარს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებაში.
11. ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ყველა შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს იზოლირებული ცხოველების ზედამხედველობას, აღნიშნულის შესახებ აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში.
12. წესდება 10-დღიანი ვეტერინარული-საკარანტინო ზედამხედველობა ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილ ყველა იმ ცხოველზე, რომლებმაც აცრიდან 10 დღის პერიოდში დაკბინა ან დადორბლა ადამიანი ან ცხოველი. ანალოგიური ღონისძიება ტარდება ცოფიანი ცხოველის მიერ დაკბენილ ყველა აცრილ ცხოველზე, რომელმაც დაკბინა ადამიანი ან ცხოველი.
13. ძაღლებისა და კატების ექსპორტ-იმპორტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა