1.  ამ წესის მიზნებისთვის   გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი  მნიშვნელობა:

ა) ეპიზოოტიური კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც იმყოფება ინფექციის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო;

ბ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მ ფერმა, რომლის ტერიტორიაზე  აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა;

გ) არაკეთილსაიმედო კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადრე დაფიქსირებულია დაავადება;

დ) არაკეთილსაიმედო ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 10-კილომეტრიან რადიუსს;

ე) საშიში ბუფერული ზონა - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 3-კილომეტრიან რადიუსს;

ვ) ზოონოზური დაავადება -  ცხოველის ისეთი გადამდები დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება  ცხოველიდან ადამიანს და ადამიანიდან ცხოველს;

ზ) ნეიროტროპული ვირუსი -  ვირუსი, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას;

თ) ორალური ვაქცინაცია -  მეთოდი როდესაც ვაქცინა ეძლევა ცხოველს პირის ღრუდან;

ი) უპატრონო ძაღლები და კატები - ცხოველები რომლებზეც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება კონტროლი ან მეთვალყურეობა და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ არ დაუდგინდება პატრონი;

კ) ბიოუსაფრთხოება - ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია მოლეკულური გენეტიკის, გენური ინჟინერიის და ბიოტექნოლოგიის მიღწევების ეფექტურ გამოყენებაზე, რათა არ იქნეს დაშვებული არასასურველი ეკოლოგიური შედეგი და უშუალო საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით  და  „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის  №55 დადგენილებით განსაზღვრული  ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ