1. ცოფზე დიაგნოზის დადგენა ხდება კომპლექსურად ეპიზოოტიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების, პათანატომიური ცვლილებების და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.

2. ცოფის სადიაგნოსტიკოდ ლაბორატორიაში იგზავნება მცირე ზომის ცხოველების  ლეში ან თავი, დიდი ზომის ცხოველების - თავი. პათოლოგიური მასალის აღება უნდა მოხდეს ვეტერინარულ - საკარანტინო და  ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით.

3. ლაბორატორიული გამოკვლვის შედეგი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

4. ცოფის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში:

ა) სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს და შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებს;

ბ) სააგენტო  შეიმუშავებს ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმის პროექტს და წარუდგენს მას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს;

გ) ტერიტორია (რაიონის (ქალაქის) კვარტალი, ქუჩა, ეზო, სოფელი, დაბა, დასახლებული პუნქტი, საძოვარი, პირუტყვის გადასარეკი ტრასის მონაკვეთი, ტყის მასივი, ნაკრძალის ნაწილი და სხვა), სადაც გამოვლინდა ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რწმუნებულის - გუბერნატორის (საჭიროების შემთხვევაში მთავრობის) გადაწყვეტილებით ცხადდება ცოფის დაავადების მხრივ არაკეთილსაიმედოდ და წესდება კარანტინი.

5. საშიში ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, ცოფის კერის ირგვლივ უნდა გატარდეს ცოფის  ამთვისებელი ცხოველის იძულებითი პროფილაქტიკური ვაქცინაცია, 2-3 კმ რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა).

6. გარეულ მტაცებელ ცხოველებში ცოფის გაჩენისას რაიონის  სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, სამონადირეო მეურნეობებთან და სხვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, რომელთაც შეხება აქვთ გარეულ მტაცებელ ცხოველებთან, ერთად იღებს ზომებს არაკეთილსაიმედო კერაში ცოფის ამთვისებელი ცხოველების სულადობის შესამცირებლად რეკომენდებული ყველა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით.

7.  საკარანტინო ზონაში:

ა) კარანტინის მოხსნამდე აკრძალულია ძაღლებისა და კატების გამოფენების და ბაზრობების მოწყობა,  ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანა, სანადიროდ გაყვანა-გადაყვანა;

ბ) აუცილებელია დაავადებული  და  დაავადების მხრივ საეჭვო ცხოველის დაუყოვნებლივ იზოლირება და მათი ლიკვიდაცია გარდა იმ ცხოველისა, რომელმაც დაკბინა, დადორბლა ადამიანი ან ცხოველი. ასეთი ცხოველის მიმართ უნდა გატარდეს ღონისძიებანი, რომელიც გათვალისწინებულია დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველის შემთხვევაში;

გ) ცოფით მკვდარი, ცოფის გამო მოკლული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ლეში ექვემდებარება დაწვას ან/და დამარხვას;

დ) უნდა ჩატარდეს ყველა ჯანმრთელი ძაღლის, კატის და ცოფის ამთვისებული ყველა სხვა სახეობის ცხოველის სავალდებულო იძულებითი ვაქცინაცია განურჩევლად იმუნიტეტის ვადისა;

ე) დაავადებაზე საეჭვო ცხოველების, რომლებიც იმყოფებოდნენ კონტაქტში (დადორბვლა, დაკაწვრა, დაკბენა და სხვა) დაავადებულ ცხოველთან, იძულებითი  ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ვაქცინის ინსტრუქციის შესაბამისად, თუ მეპატრონის პასუხისმგებლობით მოხდება აცრილი სულადობის იზოლირება ვაქცინაციის დამთავრებიდან 60 დღის განმავლობაში.

8. დაავადებული ცხოველების მკურნალობა და დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია აკრძალულია.

9. ცოფით დასენიანებაზე საეჭვო სასოფლო-სამეურნეო და ბეწვიანი ცხოველების, რომლებიც აცრილი არიან ამ დაავადების საწინააღმდეგოდ დაკვლა და მათი დაკვლის პროდუქტების გამოყენება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10. საკარანტინო ზონაში (სადგომში, ფარაში, ჯოგში) კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებისაგან მიღებული რძე (ცოფზე აცრილი ცხოველების ჩათვლით) დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ადამიანის საკვებად 80-850 C გრადუსზე 30- წუთიანი პასტერიზაციის ან 5-წუთიანი დუღილის შემდეგ.

11. ცოფიანი და დაავადების მხრივ საეჭვო ცხოველების სადგომები, ცხოველების მოვლის საგნები, ცხოველების მომვლელი პერსონალის დადორბლილი ტანსაცმელი და სხვა გამონაყოფებით დასვრილი საგნები ექვემდებარებიან დეზინფექციას.

12. ცხოველის სადგომები და მოვლის საგნები და მომვლელი პერსონალის პირადი დაცვის აღჭურვილობა ექვემდებარებიან დეზინფექციას.

13. კარანტინი მოიხსნება სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, გუბერნატორის ან მთავრობის გადაწყვეტილებით, ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან  60 დღის გასვლის შემდეგ.

დანართი №6

ღორის კლასიკურ ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო

წე