1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურს შეუძლია, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, დაუშვას მის ტერიტორიაზე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების იმ შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა) რომელთა ასაკი 12 კვირაზე ნაკლებია და არ ჩატარებიათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;

ბ) რომელთა ასაკი 12-დან 16 კვირამდეა და ჩაუტარდათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებენ ამ წესის  23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვალიდურობის მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაშვება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მოთხოვნა:

ა) მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარმოადგენს ამ წესის დანართ №2-ის − „დეკლარაცია“ მოდელის შესაბამისად ხელმოწერილ დეკლარაციას, რომ დაბადებიდან არაკომერციული გადაადგილების მომენტამდე შინაურ ბინადარ ცხოველს არ ჰქონია კონტაქტი ცოფის მიმართ ამთვისებელი სახეობის გარეულ ცხოველებთან;

ბ) შინაურ ბინადარ ცხოველებს თან ახლავს დედა, რომელზეც ჯერ კიდევ დამოკიდებულნი არიან და დედის თანმხლები საიდენტიფიკაციო დოკუმენტიდან შეიძლება დადგინდეს, რომ მათ დაბადებამდე დედას გაუკეთდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 23-ე მუხლში მითითებულ ვალიდურობის მოთხოვნებ