1. 54-ე მუხლის დებულებებიდან გამონაკლისის დაშვებით წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა გამოიყენონ გადაუდებელი ვაქცინაცია გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმის დამტკიცებამდე შემდეგი პირობების დაცვით:

(a) კომისიას უნდა ეცნობოს გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმის და გადაუდებელი ვაქცინაციის დაწყებამდე გადაუდებელი ვაქცინაციის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ;

(b) შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ უნდა აკრძალოს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის და მათი პროდუქტების გადაადგილება, IX დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გადაადგილების გარდა;

(c) გადაწყვეტილება გადაუდებელი ვაქცინაციის გამოყენების შესახებ არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს დაავადების კონტროლს.

2. თუ წევრი სახელმწიფო დაუშვებს პირველი აბზაცით გათვალისწინებულ გამონაკლისს, კომიტეტის შეხვედრაზე შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაანალიზდეს დაავადებით გამოწვეული სიტუაცია და გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა.

3. გამოყენებული ღონისძიებები შეიძლება დამტკიცდეს ან შეიცვალოს 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

ქვეთავი 3

პროფილაქტიკური ვაქცინაც