1. კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს 53(2)-ე მუხლით გათვალისწინებული გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შესაბამის წევრ სახელმწიფოსთან ერთად და შეძლებისდაგვარად სწრაფად განიხილოს სიტუაცია კომიტეტში.

2. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა უნდა დამტკიცდეს 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმების დამტკიცება შეიძლება მოიცავდეს ღონისძიებებს, რომლებიც ზღუდავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის და მათი პროდუქციის გადაადგილებას.

აღნიშნული ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს შეზღუდვებს კონკრეტული შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელ გალიებთან დაკავშირებით და შეზღუდული ზონების შექმნა