1. წესის 52-ე-55-ე მუხლებით განსაზღვრული ლაბორატორიული გამოკვლევები ვაქცინირებულ ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში უნდა განხორციელდეს აღიარებული DIVA რეაგენტით, თუ ცნობილია საველე ვირუსი.

2. ინდიკატორული ფრინველის გამოყენების შემთხვევაში, ფრინველი წარმოდგენილი უნდა იქნეს თითოეული ვაქცინირებული გუნდიდან, უნდა მოხდეს მათი კლინიკური შემოწმება და გამოკვლევა HI ტესტის გამოყენებით. თითოეულ ვაქცინირებულ ჯგუფში ინდიკატორული ფრინველის სისხლის 20 ანალიზი აღებული უნდა იქნეს არანაკლებ 60 დღეში ერთხე