სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ღორის სადგომის ინსპექტირების შემდგომ ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:
ა) სადგომის პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება, ამგვარის არსებობის შემთხვევაში;
ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს დაავადებული ღორის კლინიკური ისტორიის შეფასებას ან კლინიკურ შესწავლას;
გ) თითოეული საწარმოო ერთეულიდან არანაკლებ 60 ღორის ან სადგომში 60 ღორზე ნაკლების არსებობის შემთხვევაში თითოეული ღორის ნაზალურ/ოროფარინგეალური ნაცხი აღებული უნდა იქნეს დაინციფირებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის გამოწუნებამდე ან იმავე დღეს. ღორიდან აღებული უნდა იქნეს სისხლის არანაკლებ 60 ნიმუში ზემოაღნიშნული გამოწუნების დღიდან ორიდან ოთხ კვირამდე პერიოდში. ნიმუშები შეგროვებული უნდა იქნეს ისე, რომ არანაკლებ ერთი ნიმუში მაინც წარმოდგენილი იქნეს ღორის იმ ჯგუფიდან, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ერთმანეთთან;
დ) ღორის ერთი სადგომიდან მეორე სადგომში გადაყვანა შეიძლება იქნეს ავტორიზებული იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის გრიპის აღმოჩენიდან 14 დღის შემდგომ თითოეული საწარმოო ერთეულის ღორიდან არანაკლებ 60 ნაზალურ/ოროფარინგეალური ნაცხის და სისხლის 60 ნიმუშის გამოკვლევა უარყოფითი შედეგებით დასრულდა;
ე) სასაკლაოზე ღორის გადაყვანა შეიძლება იქნეს ავტორიზებული იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის გრიპის აღმოჩენიდან 14 დღის შემდგომ თითოეული საწარმოო ერთეულიდან არანაკლებ 60 ნაზალურ/ოროფარინგეალური ნაცხის გამოკვლევა უარყოფითი შედეგებით დასრულდა. საეჭვო ან დადებითი ლაბორატორიული შედეგების შემთხვევაში ნებისმიერი შემდგომი გამოკვლევა საჭიროა ღორებში ფრინველის გრიპის ინფექციის ან ტრანსმისიის გამოსარიცხად;
ვ) თუ სახელმწიფო ვეტერინარს გააჩნია ეჭვი, რომ სადგომის სხვა იდენტიფიცირებულ ძუძუმწოვრებს, რომლებიც ამთვისებელნი არიან H5 და H7 ქვეტიპის ფრინველის გრიპისა და შესაძლოა კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულ ფრინველთან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა დაინფიცირებულ ფრინველთან, აღებული უნდა იქნეს ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევებისათვი