სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ საფრინველის ინსპექტირებისას, რომელზეც დაწესებულია გამონაკლისები წესის 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან მიმართებაში, გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:
ა) საფრინველის პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) თითოეულ საწარმოო ერთეულის რეგულარული კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს კლინიკური ისტორიის შეფასებასა და დაავადებული ფრინველისა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კლინიკურ შემოწმებას;
გ) LPAI-ის ბოლო გამოვლენიდან 21 დღის შემდეგ, სულ მცირე 21 დღიანი ინტერვალის გათვალისწინებით ლაბორატორიული გამოკვლევების მიზნებისათვის სტანდარტული ნიმუშების ნაცვლად აღებული უნდა იქნეს შემდეგი ნიმუშები:
გ.ა) ადგილზე არსებული მკვდარი ფრინველიდან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა მკვდარი ფრინველიდან ნიმუშების აღება;
გ.ბ) ტრაქეალური/ოროფარინგეალური ან კლოაკალური ნაცხი აღებულ უნდა იქნეს სულ მცირე 60 ფრინველიდან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველიდან; 60 ფრინველზე ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველზე ნაკლების შემთხვევაში ნაცხი აღებულ უნდა იქნეს არსებული რაოდენობიდან; იმ შემთხვევაში, თუ ფრინველი მცირე ზომისაა, ეგზოტიკურია და თუ მათთან შეხება საშიშია ადამიანებისათვის, ნიმუშები შეგროვებული უნდა იქნეს ახლად გამოყოფილი ექსკრემენტებიდან;
გ.გ) თუმცა, რისკის შეფასების საფუძველზე სააგენტოს მიერ შესაძლოა დაშვებულ იქნეს გამონაკლისები ამ მუხლის ,,გ.ა“ და ,,გ.ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ნიმუშების რაოდენობაზე;
დ) ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიმუშების აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა გაგრძელდეს ორი თანმიმდევრული უარყოფითი შედეგის მიღებამდე, რომელთა შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 21 დღ