სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ საფრინველის ინსპექტირებისას, სადაც დაფიქსირებულია დაავადების, სიკვდილიანობის ზრდა ან პროდუქტიულობის ცვლილება, გატარებულ უნდა იქნეს შემდეგი ზომები:
ა) საფრინველის პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება;
ბ) თითოეულ საწარმოო ერთეულში კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებით სავარაუდოდ დაავადებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სავარაუდოდ სხვა დაავადებული ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასა და კლინიკური ისტორიის შეფასებას;
გ) თითოეულ საწარმოო ერთეულში აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშებ