სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ კვერცხმდებელი საფრინველის ინსპექტირებისას, რომელზეც წესის 22–ე მუხლით გავრცელდა გამონაკლისი, გატარებულ უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საფრინველის ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება;

ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს ტრანსპორტირებამდე 24 საათით ადრე დაავადებული ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასა და კლინიკური ისტორიის შეფასებას;

გ) რისკების შეფასების შედეგების საფუძველზე სააგენტოს მიერ სტანდარტული ნიმუშების ნაცვლად თითოეული საწარმოო ერთეულის ფრინველიდან ტრანსპორტირებამდე 48 საათით ადრე, აღებული უნდა იქნეს არანაკლებ 60 ტრაქეალური/ოროფარინგეალური და/ან 60 კლოაკალური ნაცხ