მუხლი 29🔗

22-ე, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების მიუხედავად, 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად კომისიამ შესაძლოა კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე დაუშვას შინაური ფრინველისა და საინკუბაციო კვერცხის იმპორტი მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან, როდესაც აღნიშნული იმპორტი არ შეესაბამება 22-ე, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების დებულებებს. ამასთანავე იგივე პროცედურის შესაბამისად უნდა მოხდეს ასეთი იმპორტის დეტალური წესების შემუშავება. აღნიშნული წესები უნდა მოიცავდეს ცხოველთა ჯანმრთელობის გარანტიებს რომლებიც მინიმუმ II თავით გათვალისწინებული გარანტიების ექვივალენტურია, მათ შორის ფრინველის გრიპზე, ნიუკასლის დაავადებასა და სხვა შესაბამის დაავადებაზე სავალდებულო კარანტინსა და ტესტირება