ადგილობრივი შემოწმება უნდა განხორციელდეს წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის ვეტერინარიის ექსპერტების მიერ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს წინამდებარე დირექტივის ყველა დებულების ეფექტური გამოყენება.
ასეთ შემოწმებაზე პასუხისმგებელი წევრი სახელმწიფოების ექსპერტების დანიშვნა მოხდება კომისიის მიერ წევრი სახელმწიფოების შეთავაზების საფუძველზე.
შემოწმება ხორციელდება გაერთიანების სახელით, რომელიც გაიღებს ამისათვის საჭირო ხარჯებს.
შემოწმების სიხშირე და შემოწმების პროცედურა განისაზღვრება 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.