1. 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან ან მესამე მსოფლიოს ქვეყნის ნაწილიდან იმპორტი შემოიფარგლოს გარკვეული სახეობებით, საინკუბაციო კვერცხით, სანაშენე და მწარმოებლური შინაური ფრინველით ან განსაკუთრებული მიზნებისთვის განკუთვნილი შინაური ფრინველით.

2. 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად კომისიამ შესაძლოა გადაწყვიტოს რომ იმპორტირებული შინაური ფრინველი, საინკუბაციო კვერცხი ან იმპორტირებული კვერცხიდან გამოჩეკილი შინაური ფრინველი მოთავსდეს კარანტინში ან იზოლაციაში არაუმეტეს ორი თვის განმავლობაში.