2. როდესაც მიიღება გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, მესამე მსოფლიოს ქვეყანა ან მისი ნაწილი უნდა შედიოდეს თუ არა პირველი აბზაცით განსაზღვრულ სიაში, განსაკუთრებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:
a. მესამე მსოფლიოს ქვეყანაში არსებული შინაური ფრინველის, სხვა შინაური ცხოველებისა და გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობა, და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველის ეგზოტიკურ დაავადებებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც რომელიმე მათგანი საფრთხეში აყენებს წევრ სახელმწიფოში საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობას.
b. მესამე მსოფლიოს ქვეყნის მიერ ინფორმაციის მიწოდების რეგულარობა და სისწრაფე მის ტერიტორიაზე ცხოველის გადამდები დაავადების არსებობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ დაავადებებთან დაკავშირებით რომლებიც გათვალისწინებულია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) სიით;
c. აღნიშნულ ქვეყანაში მოქმედი წესები ცხოველთა დაავადებების პრევენციისა და კონტროლის შესახებ;
d. აღნიშნული ქვეყნის ვეტერინარული სამსახურების სტრუქტურა და მათი უფლებამოსილებები;
e. ცხოველთა გადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
f. გარანტიები, რომლებიც შესაძლოა უზრუნველყოს მესამე მსოფლიოს ქვეყანამ ამ დირექტივის დაცვასთან დაკავშირებით;
g. შესაბამისობა გაერთიანების წესებთან ჰორმონებისა და ნარჩენების შესახებ.
3. პირველი აბზაცით გათვალისწინებული სია და მასში შესული შესწორებები უნდა გამოქვეყნდეს ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენშ