1. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა დაიწყონ შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პროფილაქტიკური ვაქცინაცია გრძელვადიანი ღონისძიებების სახით ამ ქვეთავის დებულებების შესაბამისად, თუ რისკების შეფასების საფუძველზე მათ მიაჩნიათ, რომ მათი ტერიტორიის გარკვეული რაიონები, შინაური ფრინველის მეურნეობის ტიპი ან შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გარკვეული კატეგორია ან შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელი გალიები არიან ფრინველის გრიპის რისკის ქვეშ.
2. თუ წევრი სახელმწიფო აპირებს პროფილაქტიკური ვაქცინაციის შემოღებას პირველი აბზაცის თანახმად, მან დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს კომისიას პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმა.
მოცემული გეგმა უნდა შეესაბამებოდეს DIVA სტრატეგიას და უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
(a) პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარების მიზეზების, მათ შორის დაავადების ისტორიის გარკვევით აღწერას;
(b) ზონა, შინაური ფრინველის მეურნეობის ტიპი ან შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის განსაზღვრული კატეგორიები, ან შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელი გალიები, სადაც უნდა ჩატარდეს გადაუდებელი ვაქცინაცია და სადგომების რაოდენობა აღნიშნულ ზონაში და, თუ განსხვავებულია, იმ სადგომების რაოდენობა და ტიპი, სადაც უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია;
(c) შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სახეობები და კატეგორიები, ან თუ მიზანშეწონილია, შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელი გალიები, სადაც უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია;
(d) ვაქცინაციას დაქვემდებარებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაახლოებითი რაოდენობა;
(e) ვაქცინის მახასიათებლების მოკლე აღწერა;
(f) პროფილაქტიკური ვაქცინაციის პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა;
(g) განსაკუთრებული სამართლის ნორმები ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომლითაც არ უნდა შეიზღუდოს IV თავის მე-3, მე-4 და მე-5 ქვეთავებით და V თავის მე-3 ქვეთავით გათვალისწინებული ღონისძიებები;
(h) ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის აღრიცხვა და რეგისტრაცია;
(i) ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ტარდება იმ სადგომებში, სადაც უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური ვაქცინაცია ზედამხედველობასა და ტესტების ჩატარებასთან ერთად სხვა შესაბამისი რაოდენობის სადგომებში, რომლებიც მდებარეობს ვაქცინაციის ზონაში, ან შინაური ფრინველისა და სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელ გალიებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, პროფილაქტიკური ვაქცინაციის პროგრამის ეფექტურობის მონიტორინგისა და ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილების კონტროლის მიზნით.
3. პროფილაქტიკური ვაქცინაციის დეტალური წესები შეიძლება მიღებულ იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისა