1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ:
(a) ვაქცინაცია ფრინველის გრიპის წინააღმდეგ აიკრძალოს მათ ტერიტორიაზე, გარდა მე-2 და მე-3 ქვეთავებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
(b) ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების განკარგვა, წარმოება, შენახვა, მიწოდება, დისტრიბუცია და გაყიდა მათ ტერიტორიაზე განხორციელდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;
(c) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ის ვაქცინები, რომლებიც ნებადართულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 6 ნოემბერის დირექტივით 2001/82/EC ვეტერინარული სამკურნალწამლო პროდუქტების შესახებ გაერთიანების კოდექსის თაობაზე17, ან ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 31 მარტის რეგულაციით N 726/2004, რომელიც ადგენს გაერთიანების პროცედურებს ადამიანებისა და ცხოველთა მოხმარებისთვის განკუთვნილი სამკურნალწამლო პროდუქტების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ და აფუძნებს „ევროპის წამლის სააგენტოს“18.
2. გაერთიანებაში ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებისა და მარაგების შენახვის პირობებთან დაკავშირებული წესები მიღებული უნდა იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
ქვეთავი 2
გადაუდებელი ვაქცინაც