1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ სადგომში ფრინველის გრიპის დადასტურების შემდეგ, სადგომში არსებულ ღორებს ჩაუტარდეთ ლაბორატორიული ტესტები დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ამ ღორების ფრინველის გრიპის ვირუსით მოცემული პერიოდისთვის ან წარსულში დაინფიცირების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.
აღნიშნული ტესტების შედეგების მიღებამდე, დაუშვებელია ღორების გადაადგილება სადგომის ფარგლებს გარეთ.
2. თუ პირველი აბზაცით გათვალისწინებული ლაბორატორიული ტესტებით დადასტურდება ღორებში ფრინველის გრიპის ვირუსის არსებობა, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას ასეთი ღორების გადაადგილება სხვა ღორების სადგომზე ან სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე იმ პირობით, რომ მომდევნო შესაბამისი ტესტებით გამოვლინდება ფრინველის გრიპის გავრცელების უმნიშვნელო რისკი.
3. თუ პირველი აბზაცით გათვალისწინებული ლაბორატორიული ტესტებით დადასტურდება ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის არსებობა, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ღორების შეძლებისდაგვარად სწრაფად დახოცვა სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელება, განსაკუთრებით კი ტრანსპორტირებისას და დირექტივის 93/119/EC შესაბამისად.
4. სადგომზე ფრინველის გრიპის დადასტურების შემდეგ, რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გამოიყენოს პირველი, მე-2 და მე-3 აბზაცებით გათვალისწინებული ღონისძიებები სადგომში არსებულ ნებისმიერ სხვა ძუძუმწოვრებთან მიმართებაში და შესაძლოა გაავრცელოს ასეთი ღონისძიებების მოქმედება საკონტაქტო სადგომებზე.
5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას კომიტეტის ფარგლებში ტესტების შედეგებისა და პირველი-მეოთხე აბზაცების შესაბამისად გამოყენებული ღონისძიებების შესახებ.
6. სადგომზე არსებულ ღორებში ან სხვა ძუძუმწოვრებში ფრინველის გრიპის ვირუსის დადასტურების შემდეგ კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა განახორციელოს ზედამხედველობა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ფრინველის გრიპის ვირუსის შემდგომი გავრცელების გამოსავლენად.
7. 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად შესაძლოა მიღებული იქნეს დამატებითი ზომები ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის სხვა სახეობებზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
გაწმენდა, დეზინფექცია და რეპოპულაც