1. ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს ჩათვალოს თუ არა სადგომი საკონტაქტო სადგომად.

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოყენებულ იქნეს საკონტაქტო სადგომებში სანამ დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობა არ გამოირიცხება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გამოიყენოს 39-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საკონტაქტო სადგომებში, კერძოდ კი, თუ საკონტაქტო სადგომი მდებარეობს შინაური ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ტერიტორიაზე.

39-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების საკონტაქტო სადგომებში გამოყენებისთვის გასათვალისწინებელი მთავარი კრიტერიუმები, დადგენილია IV დანართით.

3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შინაური ფრინველის დახოცვისას ნიმუშების აღება, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, აღნიშნულ საკონტაქტო სადგომებში დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

4. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ სადგომზე, სადაც ხდება შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის დაკვლა ან დახოცვა და განადგურება რის შედეგადაც დასტურდება დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობა, ნებისმიერი სავარაუდოდ დასნებოვნებული შენობა და საძოვარი, რომელიც გამოიყენება ამ ფრინველის განთავსებისთვის, ფერმის ეზო და მოწყობილობა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ტანხორცის, ხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის, საგებლის და სხვა შესაძლო დასნებოვნებული მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.

ქვეთავი 3

შეზღუდული ზონების შექმ