1. სანაშენეში დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში, რისკების შეფასების საფუძველზე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან.
2. დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში არაკომერციულ სადგომში, ცირკში, ზოოპარკში, შინაური ფრინველის მაღაზიაში, ველური ბუნების პარკში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც იმყოფება შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი სამეცნიერო მიზნებისათვის, ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაცვის მიზნით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი იმ პირობით, რომ ასეთი გამონაკლისი საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.
3. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც დაუშვებენ გამონაკლისს პირველი და მეორე აბზაცების თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.
4. კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს არსებული სიტუაცია ამ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.
5. პირველი და მეორე აბზაცების თანახმად დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით, ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შესაძლოა მიღებულ იქნეს ზომები 64(3)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსების სხვა სახეობებზე გავრცელების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებე