1. VII(1) დანართში დასახელებული ლაბორატორია უნდა იყოს გაერთიანების ფრინველის გრიპის რეფერალური ლაბორატორია (შემდგომში მოხსენიებული, როგორც გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია).
დირექტივის 90/424/EEC დებულებების შეზღუდვის გარეშე, გაერთიანების რეფერალურმა ლაბორატორიამ უნდა შეასრულოს VII(2) დანართში ჩამოთვლილი ფუნქციები და მოვალეობები.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ ეროვნული რეფერალური ლაბორატორიები და აცნობონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს დეტალური ინფორმაცია ამ და ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ.
კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს და განაახლოს აღნიშნული ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების სია.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეროვნულმა რეფერალურმა ლაბორატორიებმა:
(a) შეასრულონ VIII დანართში განსაზღვრული ფუნქციები და მოვალეობები;
(b) პასუხისმგებელნი იყვნენ დიაგნოსტირების სტანდარტებისა და მეთოდების კოორდინაციაზე თითოეულ წევრ სახელმწიფოში VIII დანართის შესაბამისად და, ასევე გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიასთან ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებაზე.
4. გაერთიანების რეფერალურმა ლაბორატორიამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და კონტაქტი იქონიოს „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ რეფერალურ ლაბორატორიასა და „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) რეფერალურ ლაბორატორიასთან, ფრინველის გრიპთან დაკავშირებით, და საჭიროების შემთხვევაში გაერთიანებაში სხვა საერთაშორისოდ აღიარებულ ლაბორატორიებთან, წევრ სახელმწიფოებსა და მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ეროვნული რეფერალური ლაბორატორიებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით.
ვაქცინაცია
ქვეთავი 1
ვაქცინაციის საერთო აკრძალ